ქართველი ტაეკვონდისტის მორიგი ოქროს მედალი

20 აპრ 2026

ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში „სპენიშ ოპენ 2026“ (“Spanish Open 2026”) წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა ტაეკვონდისტმა ზურაბ კინწურაშვილმა.

მან ზედიზედ დაამარცხა ინგლისელი, ესპანელი, მაროკოელი და ჩეხი სპორტსმენები, ფინალში კი ყაზახ სპორტსმენს მოუგო და ტურნირის ჩემპიონი გახდა.