20 აპრ 2026
„ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა. პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით განხორციელდა.
საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა.
კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.