შეხვედრა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებთან

20 აპრ 2026

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაზარზე არსებული გარემო  და ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც კომპანიებს საქმიანობის პროცესში აქვთ, მათ შორის, ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გამოყენების,  მომსახურების ფასების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეების მიმართულებით.