ტყის აღდგენის სამუშაოები

20 აპრ 2026

65 ჰა ფართობზე ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე.  ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტყის მასივი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა შინაური პირუტყვის ინტენსიური გადაადგილების შედეგად. 

ასევე, წარსულში განხორციელებული უსისტემო ჭრების გამო განადგურდა ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ძვირფასმერქნიანი სახეობების დიდი ნაწილი, მათ შორის ჭალის მუხა და თელა.

პროექტის ფარგლებში გასულ წელს ტერიტორია გაიწმინდა და შემოიღობა, დაირგო 11 სახეობის 25 ათასი ნერგი.