სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

20 აპრ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტთან ლასლო ტოთთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ასევე, განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივები. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ვეტერანი ძიუდოისტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შენგელი ფიცხელაური.