გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი

20 აპრ 2026

გიორგი ქვილითაიამ ტოპლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა „მეცს“ ლიგა 1-ში „პარიზთან“ ესეც ვერ დაეხმარა და 1:3 დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში ქვილითაია, რომელმაც ბოლო ოთხი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე 30-ე წუთზე ტრავმირებული დიალოს ნაცვლად შევიდა.

ქართველმა თავდამსხმელმა თავი ერთ წუთში გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. 

ქართველებიდან „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი მოხვდა, რომელმაც გუნდში საუკეთესო შეფასება, 7,8 ქულა მიიღო, ხოლო ქვილითაიას აქტივში 7,5 ქულაა. გიორგი აბუაშვილს არ უთამაშია.