ბუდუ ზივზივაძემ ზედიზე მეორე შეხვედრაში გაიტანა

20 აპრ 2026

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, თუმცა მისი „ჰაიდენჰაიმი“ „ფრაიბურგთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი „ფრაიბურგმა“ 1:0 მოიგო. ბუდუ მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 58-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. 85-ე წუთზე „ფრაიბურგმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა. 

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე დარჩა და ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პლეიაუტის ზონაში მყოფ „ზანქტ პაულის“ შვიდი ქულით ჩამორჩება.