20 აპრ 2026
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონს“ გაუტანა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენი“ ერთ-ერთ ლიდერთან საშინაო შეხვედრაშ მაინც დათმო – 1:2.
საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლუის ენრიკემ გუნდის შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. პირველ ტაიმში „ლიონი“ მორეირას და ენდრიკის გოლებით დაწინაურდა.
კვარაცხელია მოედანზე 58-ე წუთზე, უსმან დემბელესა და კან-ინ ლისთან ერთად შევიდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე გოლიც გაიტანა გაიტანა. პსჟ-ს ლიგა 1-ში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ 63 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
პარიზელებს „ნანტთან“ გამოტოვებული მატჩი აქვთ ჩასატარებელი. კვარაცხელიას აქტივში კი ლიგა 1-ში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.