20 აპრ 2026
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები ქალთა შორის ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი იტალიელი ჯულია იმპორო გახდა, რომელმაც ოქროს მედლები როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და ორჭიდის ჯამში მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა უკრაინელმა კატერინა მალაშუკმა. ბრინჯაო ორჭიდის ჯამში ბულგარელმა ბოიანა კოსტადინოვამ მოიგო. 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონტინენტის პირველობა ბელგიელმა ნინა შტერქსმა მოიგო.
რუმინელი მიხაელა კამბელი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, კანსელ ოზქანმა თურქეთიდან კი ბრინჯაო ირგუნა. დღეს ასპარეზობაში ქართველი ძალოსნები ჩაერთვებიან.
ფიცარნაგზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი ავლენ.