სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

20 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  ნარკოტიკული საშუალების  ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ.  და  2000 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა  რუსთავში, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა  ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  დიდ ოდენობით - 1107  შეკვრა  ნარკოტიკულ საშუალება  ე.წ. ბიო.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.