19 აპრ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანასა და ვაშლოვანში მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილ მეწყერს 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.ვაშლოვანში მომხდარი ტრაგედიიდან კი 28 წელი გავიდა.
1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მემორიალები ყვავილებით შეამკეს ხულოს მერმა აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.