19 აპრ 2026
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო წარმატებით წარდგა საგანგებო სტუმრის სტატუსით. „გრან პალეში“ წარმოდგენილ საქართველოს ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 120-ზე მეტი გრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემა; გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, კინოჩვენებები, მუსიკალური ღონისძიებები, საბავშვო შემეცნებითი ღონისძიებები, მოეწყო გამოფენები და შეხვედრები ავტორებთან და უცხოელ გამომცემლებთან, ასევე პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ავტორებმა და 10-მდე გამომცემლობამ.
დღეს, პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში ქართველი და ფრანგი მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართება დასკვნითი ღონისძიება - ქართული მუსიკის კონცერტი „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრება.