19 აპრ 2026
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი სტარტს 16:00 საათიდან აიღებს.