19 აპრ 2026
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო 5 წელიწადში უკვე მერვედ იმართება. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით 35%-იანი მხარდაჭერით, „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი, ევროსკეპტიკურად განწყობილი რუმენ რადაევი ლიდერობს. რადაევი ასევე ყოფილი პრეზიდენტია და ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. რუმენ რადაევმა პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა, არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ იმართება მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა.