19 აპრ 2026
ხვალ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს 60 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი წარადგენენ. სულ 1 კვირის განმავლობაში 13 ქართველი ისაპარეზებს. ბათუმი ევროპის ჩემპიონატს 19 დან 26 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი ასპარეზობს. ცნობისთვის ჩემპიონატი აჭარაში მეორედ იმართება.