19 აპრ 2026
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძემ სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. გარდა ამისა, გასულ დღეს ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გრიგალაშვილი ფინალურ შეხვედრაში რუს მეტოქესთან, ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს 78 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი, 100კგ-მდე ილია სულამანიძე და 100კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.