ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ ,,რევიზორის’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

19 აპრ 2026

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ ,,რევიზორის’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. სპექტაკლი ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა  გიორგი კაშიამ დადგა.  ეს ბათუმის დრამატულ თეატრში მისი რიგით მეორე ნამუშევარია - მანამდე რეჟისორმა მაყურებელს  დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის’’ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი წარუდგინა.   „რევიზორი“ სატირული კომედიაა, რომელიც ბიუროკრატიული სისტემის მანკიერებებს ამხელს. პიესა მოგვითხრობს პროვინციულ ქალაქში ჩამოსულ ცრუ რევიზორზე, რომელიც ადგილობრივ  ჩინოვნიკებს  ნამდვილი შემმოწმებელი ჰგონიათ. პიესის სიუჟეტი ავტორმა ნიკოლაი გოგოლიმ ალექსანდრე პუშკინისგან მოისმინა.