საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

19 აპრ 2026

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების  საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას.

დაკავებულს  7  წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.