19 აპრ 2026
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, კარგად ესმის პაციენტების და მშობლების ემოციების და საკითხთან დაკავშირებით "მაქსიმალურად ყველაფერი" გაკეთდება და განმარტავენ, რა იგეგმება მომავალში.
ამასთან, როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, უნდა "აეხადოს ფარდა" იმ ადამიანების "სიყალბესაც, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.-ამის შესახებ მინისტრმა იმედზე გადაცემა დებატებში ისაუბრა