ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა

18 აპრ 2026

ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის განცხადებით, შეერთებული შტატები ნაკისრ ვალდებულებებს განმეორებითად არღვევს, რის გამოც ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას. სრუტის კვლავ დახურვის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს. მანამდე, ნავიგაციის პლატფორმაზე დაყრდნობით, სრუტის გახსნის შემდეგ გამთენისაას რამდენიმე გემმა სრუტის ორივე მიმართულებით გაიარა. ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს 10 დღის ვადით ამოქმედდა.