საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

18 აპრ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში,  გეკა გელაძესა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პარტნიორობის გაფართოებასა და განმტკიცებაზე.