სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში: №1ა, №10, №10ა და №15 - ბათუმის ავტოტრანსპორტი

18 აპრ 2026

19 აპრილიდან გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში: №1ა, №10, №10ა და №15. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელლებს.
 
"აღნიშნული მარშრუტები იმოძრავებენ ბაქოს ქუჩიდან გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გავლით, ხიმშიაშვილის მიმართულებით.
 
 
უკუმიმართულებით მოძრაობა №10, №10ა და №15 მარშრუტებისთვის უცვლელი რჩება და განხორციელდება რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის და ბაქოს ქუჩების გავლით.
 
 
გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.