ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 აპრ 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო - „მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკების მართვა რეგიონული კონფლიქტის პირობებში“. დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა გახსნა.