პორტუგალიის დედაქალაქში ხელისუფლების დაგეგმილი შრომითი რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

18 აპრ 2026

პორტუგალიის დედაქალაქში ხელისუფლების დაგეგმილი შრომითი რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. პროფკავშირების განცხადებით, აღნიშნული რეფორმა დასაქმებულთა უფლებებს მოსპობს და შრომით ბაზარზე არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივამ ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური გაფიცვა გამოიწვია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში. პროფკავშირებული ხელისუფლებას დამსაქმებელთა მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ, რითიც დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს უფლებები წაართვეს. ამჟამად კანონპროექტის სავალდებულო განხილვა მიმდინარეობს პროფკავშირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვიდრე მას პარლამენტს წარუდგენენ.