18 აპრ 2026
აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ. უწყების ცნობით, საშეღავათო ნებართვა რუსული ნავთობის გაყიდვას, გადაზიდვასა და გადმოტვირთვას მოიცავს იმ ტანკერებიდან, რომელთა ჩატვირთვაც 17 აპრილამდე მოხდა.ცნობისთვის, ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა 12 მარტს გამოსცა, რომლის ვადაც გასულ შაბათ-კვირას ამოიწურა.