17 აპრ 2026
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდია წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებობა აქვთ ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშებს და თანამედროვე ავტორების შემოქმედებას გაეცნონ.
ქართული სტენდი ასევე წარმოდგენილია ქართველი მხატვრების ალბომებით, თემატური გამოცემებით და „ქართული ფილმის“ დიაფილმებით.