17 აპრ 2026
ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში სიურეალისტი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ხუთი თბილისელი და ერთი ბათუმელი ხელოვანის ოცდათხუთმეტამდე ირაციონალური ხასიათის ნამუშევარი 21 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის მიზანი სიურეალიზმის როგორც განსხვავებული მიმდინარეობის და სიურეალისტების პოპულარიზებაა.