17 აპრ 2026
"მსოფლიო განიცდის არა მხოლოდ ძალაუფლების კრიზისს, არამედ ორიენტაციის კრიზისსაც." - განაცხადა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პლენარულ სესიაზე თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლა ეხებოდა ომებსა და კონფლიქტებს, მსოფლიო გამოწვევებსა და თითოეული ქვეყნის დიპლომატიურ როლს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მეხუთე სესია სასარგებლო იქნება მშვიდობის როლის შესასრულებლად როგორც რეგიონში ისე მთელი მსოფლიოსთვის.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმი გლობალურ ბრენდად იქცა.