17 აპრ 2026
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების დასტაბილურება, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„დღეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, ვხედავთ, რომ უცხოური ჩარევა გამოიყენება, მათ შორის, ფინანსური ჩარევა, საქართველოში ვითარების ასარევად. საზოგადოება ამას უნდა დაუპირისპირდეს, პირველ რიგში, სათანადო შეფასებით. საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ – სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი. ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც არ უნდა, დაასვენოს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობა. ჩვენ მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება ქვეყანაში, მათ შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც მიღებულ იქნა „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ეს სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა პრემიერმა.