17 აპრ 2026
ორი ოქრო თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ეთერ ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპა მოიგო. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა სხვაობა შეცვალა და მეტოქე იპონით დაამარცხა. ლიპარტელიანის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს ევროპის ოქროს მიემატა.
მეორე ოქროს მედალი საასპარეზო დღეს, საქართველოს ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.