17 აპრ 2026
„ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ ამ სახელწოდებით ბიზნესფორუმი გაიმართა დღეს თბილისში.
მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო მხარდაჭერაზე ესაუბრა და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ 10-წლიანი სტრატეგია კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს ეფუძნება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.
ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.