მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა - სუს

17 აპრ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.