აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ეცვლება

17 აპრ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ეცვლება და არსებულის ნაცვლად აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება. სახელწოდების ცვლილების ინიციატივით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა.

ბიუროს წევრებმა საკითხი დღეს სხდომაზე განიხილეს კომიტეტებში გადააგზავნეს. 

საქმე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული უფლებამოსილების და საქმიანობის წესის” შესახებ, სადაც ცვლილებები გამარტივებული წესით ერთი კენჭისყრით მოხდება.