თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

17 აპრ 2026

სტამბოლში დასრულდა საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი.  ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს, რონელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, 10-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელოაბზე, მაშინ როცა მსოფლიოში გლობალური პროცესები მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს.

ქართული დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გაეჟღერებინათ საქართველოს მიზნები. წელს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას თურქეთი მასპინძლობს.

ღონისძიებაში 2500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა, სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაცია და 77 სპიკერი იმყოფებოდა.