17 აპრ 2026
ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე კიდევ ერთი მთავარი თემა დიპლომატიის მნიშვნელობაა. პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერი მონაწილეობდა ქვეყნების ლიდერებმა ომების პირობებში დიპლომატიის როლზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა და დიპლომატია ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი რამაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა 23 საუკუნის განმავლობაში საქართველოს არსებობა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევდა. დიპლომატიის გზით კი საქართველომ შეძლო გადარჩენა.