ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

17 აპრ 2026

ანტალიაში დიპლომატიური ფორუმი გრძელდება.

„მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა" - აღნიშნულ თემაზე პანელურ დისკუსიაში, მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

ირაკლი კობახიძესთან  ერთად დისკუსიაში  ყაზახეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო გამოწვევებსა და ქვეყნის ევროკავშირისკენ  სწრაფვაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება  შუა დერეფნის პოტენციალზე  გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო ხიდია.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე, ასევე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. ქართული დელეგაციის შემადგენბლობაში პრემიერ-მინისტრის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.