ვითარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში

17 აპრ 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

 რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები - მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი დამატებითი გზის მოწყობის შესაძლებლობა.

უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები.

პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც.