„შავი ზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რეალობა და პერსპექტივები" - კონფერენცია

17 აპრ 2026

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა ბათუმში სახელწოდებით “შავი ზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რეალობა და პერსპექტივები“.

კონფერენციის პარალელურად, ღონისძიებაზე გაიმართა ლაზური ეთნოგრაფიული ლექსიკონის პრეზენტაცია და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა “ზღვის პეიზაჟები“. 

ასევე, დღესვე  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ლაზური ნავის ოსტატი მირიან ნუმანიშვილი დააჯილდოვეს. ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.