17 აპრ 2026
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და სხვადასხვა სექტორში რეფორმების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.