ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

17 აპრ 2026

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში იპონით მოუგო.

ფინალში გავიდა და ოქროსთვის იჭიდავებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ჯერ იტალიელი ვერონიკა ტონიოლი დაამარცხა, მოუგო რუს ქსენია გალიცკაიას, ნახევარფინალში კი სერბ მარიცა პერისიჩს იპონით სძლია.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.