17 აპრ 2026
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სასაზღვრო სონაზი ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელთაგან ერთ ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“.