17 აპრ 2026
ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობებს აღადგენს, ასევე სავაჭრო და უსაფრთხოების კავშირებს გააძლიერებს.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი სრულად განაახლებს 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმებას სირიასთან და 11 მაისს ქვეყნის გარდამავალ ხელისუფლებასთან მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს დაიწყებს.
მედიის ინფორმაციით, სირიის დროებითი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სირია, საერთაშორისო საზოგადოებაში უფრო ფართო ინტეგრაციას ცდილობს.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი იმუშავებს ხელისუფლებასთან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების „უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების“ ხელშეწყობაზე.