17 აპრ 2026
უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა.
„როიტერთან“ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას და განაცხადა, რომ დაწესებული სანქციები არ უნდა შესუსტდეს.
სვირიდენკოს თქმით, ამერიკელი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სანქციების გამკაცრების მნიშვნელობას, რათა რუსეთი დასუსტდეს და სანქციების გვერდის ავლის გზები შეიზღუდოს.