ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა

17 აპრ 2026

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. 10 დღიანი ზავი ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე ამოქმედდა.

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან მალევე  მრავალჯერადი დარღვევა დააფიქსირეს. მათი თქმით, სამხრეთ ლიბანში რამდენიმე სოფელი დაზარალდა.

პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება.