17 აპრ 2026, 10:03
0ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო არ დაიშლება და დარწმუნებულია, რომ აშშ მოკავშირეებს დაიცავს. ჰანო პევკურის თქმით, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ევროპა სჭირდება თავისი სამხედროებისთვის, ისევე როგორც ევროპას.
პევკურმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ირანში კონფლიქტის დასრულებაზე, რამაც, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.