აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ეცვლება

17 აპრ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ეცვლება და არსებულის ნაცვლად, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება. სახელწოდების ცვლილების ინიციატივით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა.

ბიუროს წევრებმა საკითხი დღეს სხდომაზე განიხილეს და შემდგომი პროცედურებისთვის კომიტეტებში გადააგზავნეს.

აღნიშნულს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ" ითვალისწინებს, რომელშიც ცვლილებები გამარტივებული წესით მოხდება.