კახეთში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19 ნოე 2025

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს კახეთში.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაკავებულმა მეზობელი, ინდოეთის მოქალაქე დაჭრა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.