საერთაშორისო სამიტი „Cellebrite C2C

17 აპრ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, რომელიც უწყების ინფორმაციით, არის წამყვანი პლატფორმა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის.

სამიტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები,  დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს.   საერთაშორისო ფორუმი ვაშინგტონში გაიმართა.