საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები მიიღო

17 აპრ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები მიიღო. უწყების ინფრომაციით,  საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.