17 აპრ 2026
თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის მეთაურობით, დღეს შეხვდება თურქეთის პარლამენტის სპიკერს. საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - აცხადებენ თურქეთში ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრები.
მათი თქმით, ყველა შეხვედრაზე საუბარი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას შეეხო. წელს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას თურქეთი მასპინძლობს.
ღონისძიებაში 2500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაცია და 77 სპიკერი იმყოფება.